სმენის არმქონე ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს ჯგუფში აზიარებდნენ

5 ივნისს, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“  და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა – ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.

„ჩემთან ინფორმაცია მოვიდა ერთ-ერთი ახლობელი ქალის მეშვეობით, რომელმაც მითხრა, რომ შშმ გოგონებზე ძალადობდნენ. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მომეკვლია ეს ამბები და ვთხოვე დამხმარებოდა ინფორმაციის შეგროვებაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დეა ერემაშვილი, „შშმ ქალთა ალიანსის“ ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მას დაუკავშირდა შშმ ქალთა უფლებების ერთ-ერთი დამცველი, აქტივისტი თათია დათაშვილი და მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდებოდა შშმ გოგონებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შიდა ჩათებში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share