სარჩელი, რომელიც 3750 წლის განმავლობაში არ განხილულა

არქეოლოგებმა 1922 წელს მესოპოტამიის ქალაქ ურის გათხრების დროს აღმოაჩინეს ძველი წელთაღრიცხვის 1750 წლის თიხის ფირფიტა აქადური ტექსტით. ფირფიტა წარმოადგენს დღემდე აღმოჩენილ ყველაზე ძველ საჩივარს, რომლის შნაარსის მიხედვით ბაბილონელი ნანნი ითხოვს ქალაქ ურში მცხოვრებ ვაჭარ ეა-ნასირისაგან სპილენძში გადახდილი ვერცხლის დაბრუნებას ან ხარისიხიანი სპილენძის მიცემას. როგორც ჩანს საჩივარი ბაბილონიდან ჩატანილი იყო ქალაქ ურში.
.
ტექსტის ფრაგმენტი – „რატომ გაქვს ზიზღი ისეთების მიმართ როგორიც მე ვარ. ახლა შენ ვალდებული ხარ სრულად დამიბრუნო ფული. უნდა იცოდე, რომ მე მხოლოდ უმაღლესის ხარისხის სპილენძს მივიღებ. მე ავარჩევ და პირადად შევამოწმებ ყველა ზოდს ჩემს საკუთარ სახლში და ვიტოვებ უარის თქმის უფლებას, იმიტომ რომ შენ ჩემს მიმართ ზიზღი გამოიჩინე.“
.
არქეოლოგებმა ფირფიტა აღმოაჩინეს სახლის ნანგრევებში, სადაც ასევე იპოვეს სხვა საჩივრის შინაარსის მქონე ფირფიტებიც. არქეოლოგები თვლიან, რომ ეს სახლი შეიძლება ყოფილიყო სასამართლოს ნანგრევები (ან ვაჭარ ეა-ნასირის სახლი). ასევე თვლიან, რომ ეს საჩივრები შენახული იყო და არავის არ განუხილავს.
.
P.S. “ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში” (ეკლესიასტე)
.
ფირფიტა 1922 წელს აღმოჩინა ინგლისელმა არქეოლოგმა ლეონარდ ვულიმ. ინახება ბრიტანეთის ნაციონალურ მუზეუმში
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share