მათი თქმით, მოსახლეობის საჭიროებების მოსაგვარებლად ზოგიერთ შემთხვევაში თანხა გამოიყო და დაიხარჯა, თუმცა პრობლემები არ მოგვარებულა.
ნაციონალური მოძრაობის წევრებს სიტყვა რეგლამენტის დაცვის მოწოდებით შეაწყვეტინეს, რასაც დაპირისპირება მოყვა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, რაინდი დუმბაძე ამბობს, რომ 15 დღის განმავლობაში, ლაითურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს წყალი არ მიეწოდებათ.
“15 დღის განმავლობაში ლაითურის მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება წყალი. ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია. 70 000 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს ახალი ჭაბურღილის გაკეთება, რომელიც უკვე დაშრა. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ლაითურლებს წყლის პრობლემა არ ექნებათ? საერთოდ არ გაინტერესებთ თქვენ [უმრავლესობას] ხალხის პრობლემა. ეს პრობლემა პრობლემად დარჩება და 5 მილიონი ჩაიყრება წყალში.”- განაცხადა დაინდი დუმბაძემ.
”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თათია ნიკოლაშვილმა ”ქართულმა ოცნებას” კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს პირად დამსახურებად ასაღებს. თავის მხრივ, მმართველმა გუნდმა ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა და ”ქართული ოცნების” წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.