სალომე ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა, ორ ბატს ვერ ჩააბარებს ადამიანი, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა შეკითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლებელია თუ არა, სალომე ზურაბიშვილი იყოს ივანიშვილის გეგმა „ბ“ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი დამარცხდება და მას დასჭირდება პროდასავლურ ლიდერთა გუნდი.
„ეს არის პიროვნულ ჭრილში რაღაც გარჩევები. სალომე ამით თამაშობს, რომ ვითომ პრინციპულ გადაწყვეტილებებს იღებს. თუ პრინციპული გადაწყვეტილების მღება უნდა, მას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, ვიდრე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების და სამომავლოდ სავარაუდო თავმჯდომარის წარდგენა. თქვენ რა გგონიათ მესტვირიშვილთან ექნება ხელისუფლებას რაიმე პრობლემა? სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ მესტვირიშვილია დამოუკიდებელი წევრი და ხუციშვილი დამოკიდებული? ეს ხომ სისულელეა. ხუციშვილის თემა აქ არ არის პრინციპული, პრინციპული აქ ის არის, ვინ უფრო მაგარია და რაღაცას ვაჭრობს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.