”ათასი ვერსიაა და ამ ათას ვერსიაში გამოითქმის მოსაზრებები, რომ ვიღაც ახლობლების და ოჯახის წევრების დაწინაურების ხარჯზე იცვალა ფერი პრეზიდენტმა. უამრავი ვერსიაა, მაგრამ არ შევიდეთ ამაში. ფაქტი რა არის? რამდენი ნაბიჯიც გადადგა, ყველა იყო ამ რეალობის საწინააღმდეგო. რაც 26 მაისს გააკეთა, ამაში არ შევყევით. სპეციალურად განცხადებაც გავავრცელეთ. ნაცური ნარატივი საქართველოს ხელისუფლების პრორუსობის შესახებ უკიდურესად შეურაცხმყოფელია. თვითონ ხომ ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილს ხომ ვერ დავაბრალებთ, რომ რაღაც არ იცის და ვერ ხვდება. მის ინტელექტთან დაკავშირებით ასეთი პრეტენზიები ხომ არ გვაქვს. ხომ ზუსტად იცის 2 თვითმფრინავით მოხალისეების გაშვება რა რისკთან იყო დაკავშირებული. ხომ ზუსტად იცის, რომ ის, რასაც მოგვიწოდებენ საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან მიდის ბოლოს.”