“ვამბობთ, რომ ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება. ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ”, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ცალკე სარესტორნე ბიზნესზე არ არის საუბარი. 15 ბიზნესასოციაცია გავერთიანდით და ვთქვით, რომ უკვე თითქმის 1 წელია ქვეყანა გაჩერებულია. რომელ ბიზნესს შეაქვს გადასახადი ბიუჯეტში? გამყრელიძე რომ ამბობს, სკოლები გავხსნათო, სკოლების ასამუშავებელი ფული ბიუჯეტში დევს? თითქმის 3 თვეა ვითხოვთ ამირან გამყრელიძესთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები.
დოვლათს ვქმნით ჩვენ და მთავრობა განკარგავს. გაჩერებულ მდგომარეობაში ბიზნესი არ იხდის გადასახადს და ვამბობთ, რომ ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება. ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ. პატრული 500 კაცს რომ აჯარიმებს ყოველდღე, ბიუჯეტს ვერ შეავსებს. გაჩერებულია მთელი საქართველო, მუშაობს თითო-ოროლა ბიზნესი. მთელი წლის განმავლობაში რომელი დარგი ახერხებს ბიუჯეტის შევსებას? გაჩერებულია ქვეყანა. „დაეტიონ სახლში“ – ასეთ მოთხოვნებს ვინ ითხოვს იცით – ვინც ხელფასს იღებს იდეალურად, სახელმწიფოს ვგულისხმობ და ასეთ სფეროებს. მაგრამ ეს ფულიც გათავდება ცოტა ხანში და ხელფასს რომ ვერ მიიღებს მასწავლებელი, პოლიციელი, მერე გამოვიდნენ და თქვან, რომ ვიჯდეთ სახლში,“-აღნიშნა გაბრიჩიძემ.
https://www.bpn.ge
მსგავსი სტატიები
- 96
"მქონია რამდენიმე მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ძალიან, ძალიან შემრცხვენია საკუთარი თავის. ხანდახან მახსენდება ეს შემთხვევები. მახსენდება მაშინ, როდესაც სულ მარტო ვარ. არავინ არის ირგვლივ. და როცა მახსენდება, უნებლიეთ ხმამაღლა ვიწყებ საუბარს საკუთარ თავთან. ვინმე რომ იყოს იმ წუთებში ჩემს გვერდით, იფიქრებს რომ მთვრალი ვარ, ალბათ ... ძალიან კარგი, ძალიან სათნო,…
- 96
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე 14 წლის ქაქუთელი გოგონას გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: "მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა, მითხრეს – წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიართდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე…
- 96
1. არ იფიქროთ იმაზე, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები – თავისფლების საიდუმლო 2. აზრები აუცილებლად მატერიალიზდება – სასურველის შექმნის საიდუმლო 3. შეიყვარეთ და მიიღეთ თქვენი სხეული – სილამაზის საიდუმლო 4. არ გაკიცხოთ და გააკრიტიკოთ როგორც, საკუთარი თავი, ასევე სხვები – მეგობრობის საიდუმლო 5. გაეცით სიყვარული და ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანების შეცვლას – სიყვარულის საიდუმლო 6. თავიდან ისწავლეთ გაცემა და მერე მიღება – სიმდიდირის საიდუმლო 7. ნაკლები იფიქრეთ,…
- 96
ნოემ რომ კიდობანი ააშენა, ხმა გაავრცელეს, კიდობანში პანდემიაა, არ შეხვიდეთო - მეუფე ნიკოლოზმა იხუმრა მედიასთან კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის თქმით, ვირუსის გავრცელება ეკლესიიდან არასდროს მოხდება. მიტროპოლიტმა ირონიული დამოკიდებულება გამოავლინა მიდგომისადმი, რომ საეკლესიო შეხვედრები, წირვაზე სიარული, შესაძლოა, ვირუსის გადადების მიზეზი გახდეს. "რადგან ასეთი დიდი დღესასწაულია ცოტა უფლებას მივცემ თავს, რომ…