“უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ, მეზობლად გვყავს რუსეთი, რომელიც მზად არის, მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც 2008 წელს საქართველოთი დაიწყო”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საუბრობს.
“უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ, მეზობლად გვყავს რუსეთი, რომელიც მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რაც ფაქტობრივად 2008 წელს საქართველოთი დაიწყო…
დანარჩენ ევროპას თუ შევხედავთ – დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას – ისინი სხვადასხვა მხარეს იყვნენ ომებში, რომლებიც ევროპაში საუკუნეების განმავლობაში მძვინვარებდა, და ახლა ისინი საუკეთესო მეგობრები და მოკავშირეები არიან ნატო-სა და ევროკავშირში. ასე რომ, რა თქმა უნდა, სწორი იყო ამის იმედი გვქონდა რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაშიც. მაგრამ შემდეგ, თანდათანობით, დავინახეთ, რომ რუსეთი სხვაგან მიდიოდა საკუთარი ქმედებებით საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც მან საკუთარი გავლენის სფეროს დამყარება სცადა, რომელშიც დიდი ერები აკონტროლებენ რას აკეთებენ პატარა ერები. და შემდეგ ნატო-ს თანდათანობით, რა თქმა უნდა, დასჭირდა არა დიალოგზე, არამედ შეკავებასა და თავდაცვაზე აქცენტის გაკეთება, კონკრეტულად კი 2014 წლიდან.
ასე რომ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ერთგვარი აკადემიური დისკუსია – ეს მნიშვნელოვანია – იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვანაირად. მაგრამ საერთო სურათი არის ის, რომ ჩვენ, ნატო-ს მხრიდან, ნამდვილად ვცდილობდით რუსეთთან ურთიერთობას. ფუნდამენტურად, რისიც პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად ეშინია, არის არა ნატო, არამედ თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ძალაუფლებას მოსკოვში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას არ სურს იხილოს წარმატებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა: ვინაიდან ამან ნამდვილად კითხვის ქვეშ დააყენა მისი იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოს და დარჩეს ხელისუფლებაში რუსეთში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
[ინტერპრესნიუსი]