თბილისში, პარლამენტის შენობასთან “ჯიუტი” პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ყოველ დღე იკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა ბანერებით და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ტრანსფარენტებზე დაწერილი “ირაყლით” მოექცნენ, დღეს ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მან სტუდენტებს “ყველანაირ ორიენტაცია არეულები” უწოდა და თქვა, რომ “საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ.” კობახიძემ ეს განცხადება მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც თსუ-ს რამდენიმე სტუდენტმა, მეორე კორპუსში მას რუსული რუბლები დაუყარეს პროტესტის ნიშნად.
“ჯიუტი” პროტესტის მონაწილეები კობახიძის განცხადებას პასუხობენ ბანერებით: “შენც კაი ირაყლი ხარ” და “ცოლი მინდა?”.