“ცხრა წელი ერთ პარტიას კი არა, ცოლი ქმარს არ უერთგულებს და პირიქით!”- წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა:
“როცა ლიდერების ნაწილს არ ესმით თუ რა ტიპის და კატეგორიის ელექტორატზე დგას მისი პარტია და როგორც წითელი ვაშლი, ისე გამოირჩევა დანარჩენი საპროტესტო ელექტორატიდან, ეს არა ჩვენი ამომრჩევლების, არამედ მისი პრობლემაა! ენმ-ს ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი არ ცხოვრობს დოგმებით, ისინი იდალისტები არიან და რომ არა მათი უზომო სიყვარული ამ ქვეყნის და არა პარტიის, ცხრა წელი ერთ პარტიას კი არა, ცოლი ქმარს არ უერთგულებს და პირიქით!”