პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და ყველა გასართობი ობიექტი 22:00 საათიდან დაიხურება.
გახარიას თქმით, როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში ქვეყანაში დღიური ინფიცირების რაოდენობა 1 000-ს გადააჭარბებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 367 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა.