„ხალხის პროტესტმა კომუნისტებსაც კი გადააწევინა 9 აპრილის შემდეგ დაწესებული „კომენდანტის საათი“! „ოცნების“ ხელისუფლება კი, იმათზე უარესი აღმოჩნდა“, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
„მაშინ, როდესაც ურთულესი კრიზისი წინაშე ბედის ანაბარა დარჩენილ „ჩვეულებრივ ადამიანებს“, სუნთქვის გადასახადიც კი დაუწესეს და ჯარიმებს ახდევინებენ, ე.წ. პრივილეგირებული ფენა უპრობლემოდ განაგრძობს ცხოვრებას და გამდიდრებას. მოკლედ, დღეს „ოცნებას“ ქვეყნის მართვის არც ფინანსური, არც მორალური რესურსი არ გააჩნია. ამას კი, მხოლოდ ახალი არჩევნებით და ერთიანობით შევცვლით“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობამ ზოგიერთი დაწესებული შეზღუდვა მოხსნა, თუმცა კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება, ასევე დედაქალაქში არ აღდგენილა ტრანსპორტის მუშაობა.