“DISNEY+”-მა “დამბო” და “პიტერ პენი” რასისტული სცენების გამო შეზღუდა

სტრიმინგ სერვისმა “Disney+”-მა 7 წლამდე აუდიტორიას რამდენიმე კლასიკური ანიმაცია და ერთი ფილმი შეუზღუდა. აკრძალვა “დამბოს”, “პიტერ პენს”, “არისტოკატებს” და “რობინზონების შვეიცარიულ ოჯახს” შეეხო. სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის ფილმები ხელმისაწვდომია.

კინოკომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მედია საშუალებების აზრით ზემოთხსენებული ფილმების შეზღუდვა რასისტულ სტერეოტიპების უკავშირდება.

  • “პიტერ პენში” ნაჩვენებია ინდიელების ტომი, რომლის წევრებსაც “წითელკანიანებს” უწოდებენ.
  • “არისტოკატებში” ერთ-ერთი კატის გარეგნობა ანიმატორების მხრიდან აზიელ ადამიანებზე ქილიკია.
  • “რობინზონების შვეიცარიულ ოჯახში” მეკობრეები მხოლოდ აზიელები და შავკანიანები არიან
  • “დამბოში” შავკანიანი მუშები მღერიან სიმღერას, რომლის ტექსტში ფრაზა “როგორც ავიღებთ ჯამაგირს, მაშინვე ქარს ვატანთ ფულს”

ოქტომბრიდან მოყოლებული სტრიმინგ სერვისი მომხმარებლებს “ნეგატიური გამოსახულებისა და/ან სხვა კულტურის ადამიანებისადმი ცუდი დამოკიდებულების” შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი შეტყობინება ფილმის ან სერიალის ჩართვის შემდეგ 10 წამის განმავლობაში ჩანს.

“ტაბულა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share