ალექსანდრე თოიძის ბრინჯაოს მედალი ღია პირველობიდან

ქალაქ ბათუმში ფარიკაობაში ( 2009; 2010; 2011 წწ დაბადებულთა შორის) საქართველოს დამსახურებული სპორტის მოღვაწის თენგიზ მორჩილაძის სახელობის ღია პირველობა გაიმართა.
აღნიშნულ ასპარეზობაში წარმატებით გამოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ფარიკაობის სექციის სპორტსმენი ალექსანდრე თოიძე ( 2010 წ) და მესამე ადგილი აიღო.
მწვრთნელი – მალხაზ კვაჭაძე