„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ზურაბ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტის, მარკ ზილბერკვიტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„პოზნერზე თუ ეს ხდებოდა, წარმოიდგინეთ ახლა, გაბუნიას პუტინზე მონოლოგის შემდეგ რა იქნებოდა.
ისხდნენ ახლა ქართველი ბიძა-კაცები და მოყვნენ 37 მანეთად როგორ ჩადიოდნენ რუსეთში და ყველა ქალს და ყველა კარს ხსნიდნენ 1 ბოთლი კონიაკით. ეგ კაცმა არ იცის, მართალია თუ ტყუილი, ბიძაჩემო. აგერ რუსები რომ მართლა რასაც უნდათ, იმას გვიშვებიან, თან 37 მანეთის და კონიაკის გარეშე – ეს კი რეალობაა, რომელსაც შენც, შენი შვილებიც, მეზობლებიც, ნათესავებიც, თანამშრომლებიც, თანამეინახეებიც და მთელი მსოფლიო ლაივში უყურებს.
კი ირგებთ დედის რძესავით და რუსების на хуй-ზე გაშვების თავი თუ არ გაქვთ, ამ 37 მანეთზე გაბანძებული მითის მოყოლას მაინც შეეშვით. ნიკა #212“, – წერს გვარამია.
ცნობისთვის, Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად ზურაბ აბაშიძე საუბრობს მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს და პოზნერს ბოდიშს უხდის. ჩანაწერი დღეს გავრცელდა.