რამდენიმე დრეა ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი გურიის მაღალმთიან სოფლებში დადის, ბავშვებს და მოხუცებს ეხმარება, სურსათით და ტანსაცმელებით ამარაგებს.
ცნობილი ფაქტია, გურულს როგორც არუნდა უჭირდეს, ენაკვიმატობას და იუმორს არ მოიშლის, როგორც ჩანს, არც აკას გამოჰპარვია ეს ყოველივე და სოციალურ ქსელში, მთაში მცხოვრებ ასაკოვან ბაბუაზე ერთი სახალისო ისტორია დაწერა:
“გურული იუმორი კი იცით ყველამ როგორიც არის. ყველანაირი უბედურების დროს შეუძლიათ ხუმრობა და –
აქ გურიაში ერთ კაცს ვეხმარებით რა.მარტო ცხოვრობს მთაში, სახლში წიგნები აქვს ყველგან. გარშემო ტყე სულ მგლებითაა სავსე.
ჰოდა ამ კაცს ორივე ფეხი და ერთი ხელი მოკვეთილი აქვს ბოლომდე რა.
ვეუბნები – ბიძია მგლების არ გეშინიათქო?
და – არა აკა ბიძია, მგელი რო შემეიხედავს კარში, უკვე სხვა მგლის ნაჭამი ვგონივარ და აღარ მკიდებს პირს.”- წერს სინჯიკაშვილი.