„ლეიბორისტული პარტიის“ლიდერი, შალვა ნათელაშვილი NDI-ს კვლევას აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციას 30 წელია ასეთი მაღალი რეიტინგი არ ჰქონია.
ე.წ. „ენდიაის“ კვლევა ვითომ ჩატარებულია დეკემბერში, როდესაც ბატონი ტრამპი კაპიტოლიუმზე შტურმს აპირებდა. დარწმუნებული იყო, რომ ის და მისი სიძე კუშნერი გააგრძელებდნენ არა მარტო ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს მართვას, ხოლო კუშნერი დიდად დავალებული გახლდათ ბატონი ივანიშვილისგან, რომლის ასეულობით მილიონი დაბანდდა ამ ბატონის ჯიბეში. აღნიშნული „ენდიაის“ გამოკვლევაც შედგენილია კუშნერის გემოვნებით“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, კვლევის მიხედივთ, მხარდაჭერის კუთხით „ქართული ოცნება“ ლიდერობს (31%), „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს, ხოლო დანარჩენ პარტიებს 9%. სწორედ სხვადასხვა პარტიაში შედის „ლეიბრისტული პარტიაც“ ხუთ სხვა პარტიასთან ერთად.
მსგავსი სტატიები
- 90
ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
- 89
იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი, სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ, წერდა: “21 იანვარს, თითქმის 13 წლიანი პროცესის შემდეგ, ევროსასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II). ეს საქმე 2008 წლის 11 აგვისტოს დავიწყეთ რუსეთისათვის დროებითი ზომების დაკისრების მოთხოვნით. სრული საჩივარი შევიტანეთ 2009 წლის 6 თებერვალს.…
- 89
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში, წერს: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ – ამ სიტყვებით განმარტა გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენი ქვეყნის იდენტობა, რომელიც სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ცხრა საუკუნის შემდეგ, ილია ჭავჭავაძემ ეს იდენტობა კიდევ უფრო…
- 89
"ხელისუფლებას და მის მხარდამჭერ ოპოზიციას ამომრჩევლის მხოლოდ 30% ენდობა",- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი და თეოლოგი გოჩა მირცხულავა. --- ის, რაც დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ხდება დემოკრატიის თამაშია და ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესთან არანაირი შეხება არ გააჩნია. დემოკრატიის პრინციპის იგნორირებაზე ქვემოთ მოგახსენებთ და ახლა პირდაპირ ფაქტებზე - ანუ რიცხვებზე გადავალ. აქვე აღვნიშნავ…