გრიგოლ გურიელის “პროტოკოლის” მიხედვით – „мѣсто пребыванію своего въ город Озургеты (древній Озрахетъ)“, ანუ ოზურგეთს იხსენიებს ძველი სახელით, რომელიც ქართული ვარიანტით უნდა იყოს “ოძრახეთი” ან “ოზრახეთი”.
.
ამჟამად მივაგენი ფრანგი გეოგრაფის მიშელ-ანტუან ბოდრანის (Baudrand, Michel-Antoine: Geographia) 1682 წელს პარიზში ლათინურ ენაზე გამოცემულ “გეოგრაფიას”, რომლის მიხედვით – ოზურგეთი არის საქართველოს გურიის პრვინციის მთავარი ქალაქი, ასევე აღნიშნულია ქალაქის ლათინური ძველი სახელი – OSURIETUM (ოზურიეთუმი), ოსზარხეთი, ოფზარხეთი, ოსზარხეთი. ამასთანავე ბოდრანი უთითებს, რომ ოზურგეთი არის კოლხური ქალაქი აფია, აგრეთვე არის მითითება იმაზე, რომ ოზურგეთის მდებარეობს კოლხეთის რეგიონ აფიაში.
.
შევცადე ლათინური ტექსტის გადათარგმნა translate.google მეშვეობით, რომლის შედეგები ასეთია:
– OSURIETUM, & Ozurietum, Ofzurgheti, urbs Afiæ in Georgia regione, & in Guria provincia. Vide Ozurietum. (ოზურიეთუმი, ოფზურგეთი, ქალაქი აფია საქართველოს რეგიონში და გურიის პროვინციაში. იხილეთ ოზურიეთუმი);
– Ofzurgheti, Ozurietum, oppidum Afiæ in Colchide (ოფზურგეთი, ოზურიეთუმი, ქალაქი აფია კოლხეთში);
– OZURIÉTUM, Oszargheti, urbs Georgia regionis in Afia, & in Guria provincia (ოსზარხეთი, ქალაქი საქართველოს რეგიონში აფიაში. და გურიის პროვინციაში);
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა