შეზღუდვები იცავს ჯანმრთელობას და ეკონომიკას- მდინარაძე

“შეზღუდვები იცავს ჯანმრთელობას და ეკონომიკას”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცნობისთვის, სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ.

“გვესმის, რომ არ არის მარტივი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის შეზღუდვების განხორციელება მათ თავზე ასახული, თუმცა, ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა არ არის ვინმეს თვითმიზანი. არანაირი სხვაგვარი ბენეფიტი არ აქვს შეზღუდვას გარდა იმისა, რომ ის იცავს ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ასევე იცავს ეკონომიკას საბოლოო ჯამში.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share