ბავშვი თუ პარაზიტია, ჯობია პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს – დეკანოზი სარალიძე

დეკანოზი თადეოზ სარალიძე აცხადებს, რომ “პარაზიტი”, “შტერი” და “უმაქნისი” ბავშვების დაბადებას სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს,- ამის შესახებ მან 24 იანვარს, წირვის შემდეგ საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.

“ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?”, – განაცხადა დეკანოზმა თადეოზმა.

დეკანოზი კრიტიკის ქარცეცხლში არმენოფობიური განცხადებების გამოც მოექცა. ქადაგების დროს მამა თადეოზმა სომხებზე საუბრისას ეპითეტად “გაფუჭებული” გამოიყენა.

“რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია. სომეხი ხომ არ ხარ? გაფუჭებული სომეხი რა ამბობს? – რა გავცე, რის გავცეო. მის მერე დაანებეს, შოთა რუსთაველი აშოტ რუსთაველი … ეს რომ გაიგეს, არა, არა, ეს ჩვენი არ არისო.

მე ვიყავი იმ ბიჭებთან, იმ სისტემაში მართლა ვაჟკაცები იყვნენ და კომუნისტებთან ვერ ვმეგობრობდით, კომკავშირელთან რატომ ვიმეგობრებდით, აფერისტები იყვნენ და ამ ქურდულ წრეში გვქონდა… იქ პირველი მოთხოვნილება იყო, ავადმყოფს ნახულობთო? პატიმარს ნახულობთო? რას ლაპარაკობ? რა წილში? რატომ გაყარა სააკიანმა იქიდან ის ქურდები, იცით? ჯერ ერთი, წილს ართმევდნენ, მერე მეორე, სამართალს… ახლა ზოგიერთი რელიგიური ადამიანი არ  ამბობს სამართალს, ისინი, ვინც იყვნენ ნამდვილი და ჩაცხრილეს, ამბობდნენ სამართალს. მოიშორეს, გაუშვეს. შენ ვინ გეკითხება? იმას აქვს ის იდეა, თავისი იდეა აქვს, თუ დავაშავებ, დამიჭირე, აგერ ციხეა და ჩამაჯინეო. სად ყრი, რომ ყრი? აქ ორი დიდი რამ ირღვევა – ერთი ის ირღვევა, რომ ადამიანს უფლებას ართმევ, შენ ზეგავლენა არ გაქვს ადამიანებზე და იმათ აქვთ. მართლაც ჰქონდათ იმათ ზეგავლენა ადამიანებზე, ისინი ასწავლიდნენ პატიმრის ნახვას, მშიერის ჭმევას. ქურდი რომ მომკვდარიყო და გასვენებაში მეორე ქურდი არ მისულიყო, დამთავრებული საკითხი იყო. ახლა მღვდელი მოკვდა, მე არ ვყოფილვარ იქა.

 

ახლა უკვე მუქარები დაიწყეს, არ გაიკეთებ აცრას, პენსიას მოხიხსნი. ჯერ რა პენსიაა? მათხოვრული პენსია, მომიხსნა და თავი ურტყან კედელზე. სოციალურს მოგიხსნი… მე სოციალური უნდა მჭირდებოდეს? მე პენსია უნდა მჭირდებოდეს, კაცო? მე ინტერვიუც მაქვს მიცემული, რახან ჭიათურის მოქალაქე ვარ და აქ ვემსახურები მაღაროელებს და ამ სისტემას, ამ მოწამლულ ქვეყანას, ათასი ევრო თვეში ერთხელ უნდა ჩამიდონ ჯიბეში. არ დამიმალია მე და მუშას რამდენი მისცეთ, მე ეს არ ვიცი-მეთქი.

 

ახლა გაგსინჯავენ, თქვენ ყველას კორონა გაქვთ მოხდილი. რითი მოიხადეთ? ღვთისმშობლის დახმარებით, ჩემო კარგებო და გენეტიკური სიძლიერით. ამბობდნენ, ამ ქართველებს რა გენეტიკა აქვთო. სადაც შეყარეს, ესპანეთში, იტალიაში, სულ პანტაპუნტით დაყარეს ხალხი, იმიტომ, რომ გენეტიკა არ უვარგათ, ღვთის წყალობა არ აქვთ. ესპანელებზე მითხრეს, ფეხი რომ წამოკრას ქვას, ღმერთს იხსენიებს ცუდად ეს დეგენერატი. კიდეც გაავსო ღმერთმა მკვდრებით იქაურობა, უარესს იზამს კიდევ.

ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?”, – განაცხადა დეკანოზმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    შეჩერდეს ნამახვანჰესზე გარემოდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედება - საია და „მწვანე ალტერნატივა“ სასამართლოს მიმართავენარასამთავრობო ორგანიზაციები საია და „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანის ჰესების კასკადზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაიცა. „ვფიქრობთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩვენი შუამდგომლობა იმიტომ, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს აქტი არის უკანონო, ის გამოიცა ფაქტობრივ…
    Tags: და, რომ, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 98
    "თუ სამშობლო გიყვარს"..."როცა სამშობლოზე ბრაზობ შენი ბრალია სამშობლოსი?" -წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული და დასძენს, რომ თუ ქვეყნის მიმართ შენი გრძნობა და ემოცია გულწრფელი არაა, მაშინ პრობლემა შენივე გაუხეშებულ სულშია: სად გადის ზღვარი გაუცნობიერებელ პათეტიკასა და ცინიკურ პრაგმატიზმს შორის, როცა სამშობლოზე საუბრობ? ან როცა სამშობლოზე ბრაზობ და გულარძნილი ხარ,…
    Tags: და, რომ, არ, თუ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 98
    "პანდემიამ ძალიან ამოატივტივა უტვინო და უშედეგო მმართველობის შედეგები"ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი სამსახურის გარეშე დარჩა და ახლა მთელ დროს, შვილების აღზრდას უთმობს. პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, მან ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა. – უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი. მე ბავშვების გამო ყოველთვის სახლში ვარ და თან, დედაქალაქს მოწყვეტილი. ცხრა საათზე ბავშვები წვებიან და მე ვდარაჯობ, რომ რომელიმემ არ გაიღვიძოს. ის, რომ…
    Tags: და, არ, რომ, მე, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 97
    "ახლა ამბობენ, ბახმაროსაც იგივე ბედი ელისო...შენი მიწა-წყალი როგორ უნდა გაყიდო?""არა, ბატონო, - არც "ნაცი" ვარ და არც "ქოცი", ასმათ ტყაბლაძე ვარ. ან რომელ "ნაცობაზე" ლაპარაკობენ? კარგად გადახედეთ, "ოცნების" რიგებში რამდენი ყოფილი "ნაციონალია" მსახიობი ასმათ ტყაბლაძე იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც იძულებული გახდნენ, ცხოვრება ნულიდან დაეწყოთ: საყვარელ საქმეზე უარი ეთქვათ და ბედი სულ სხვა პროფესიაში ეცადათ. ქალბატონი ასმათი დღევანდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს…
    Tags: და, არ, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები