დიდი გაურკვევლობა რუსეთში – ევგენი პრიგოჟინი რუსულ არმიას “ვაგნერის” ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს .
პრიგოჟინის მტკიცებით, დაღუპულია დაქირავებულ მებრძოლთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.
პრიგოჟინი არ ახმაურებს, სად იყო ბანაკები განთავსებული ან როგორ განხორციელდა მათზე სარაკეტო დარტყმა.
“მოგვატყუეს, ცდილობდნენ საკუთარი სახლების დაცვის შესაძლებლობა წაერთმიათ. მზად ვიყავით თავდაცვის სამინისტროსთან დათმობებზე წავსულიყავით, გვეპოვა გამოსავალი, როგორ გაგვეგრძელებინა ქვეყნის დაცვა. მაგრამ ეს ნაძირალები არ გაჩერდნენ. დღეს, როცა დაინახეს, რომ არ ვართ გატეხილები, მათ განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ჩვენს ბანაკებზე” – ამბობს პრიგოჟინი აუდიოჩანაწერში, რომელიც ტელეგრამ არხზე ვრცელდება.