რატომ ატარებენ ბედუინები შავ ტანსაცმელს უდაბნოში

აფრიკის ქვეყნებში ჩასულ ადამიანებს ძალიან უკვირთ ის ფაქტი რომ ზოგიერთი ბედუინი ძლიერი სიცხის მიუხედავად მაინც შავ ტანსაცმელს ატარებს, ვინაიდან თითქმის ყველა ადამიანს ადრეული ბავშვობიდან კარგად ახსოვს რომ შავი ფერი მთლიანად შთანთქავს სინათლეს, ნაცრისფერი ნაწილობრივ, ხოლო თეთრი მას მთლიანად აირეკლავს. ეს კი იმას ნიშნავს რომ შავი ტანსაცმელი უფრო მეტ სითბოს შთანთქავს, რის გამოც ზაფხულში შავი სამოსი უფრო ცხელი და არაპრაქტიკულია, მაშ, რა აზრი აქვს უდაბნოში, მცხუნვარე მზის ქვეშ შავი ტანსაცმლის ტარებას? სწორედ ამას გავარკვევთ დღევანდელ სტატიაში.

რა გვახსოვს ფიზიკის გაკვეთილებიდან?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, თითქმის ყველა ადამიანს, ვისაც კი სკოლაში უვლია, კარგად ახსოვს, როგორ უყვებოდნენ ფიზიკის გაკვეთილებზე რომ ტანსაცმლის თეთრი ფერები მზის შუქს ირეკლავს და თბილ სეზონზე სიგრილის შენარჩუნებას უწყობს ხელს, მაშინ როცა შავი ტანსაცმელი უფრო სწრაფად შთანთქავს სინათლეს და თბება, რის გამოც მუქი ფერის სამოსში ძალიან ცხელა, თუმცა ცოტას თუ ახსოვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკაში შავი იდეალური სინათლის შთამნთქმელია, თერმოდინამიკური კანონის მიხედვით, ის ასევე საუკეთესო გამომსხივებელიცაა.

2023062212170786669-1687678088.png

შავი ტანსაცმელი შთანთქავს არა მხოლოდ მზის შუქს და სითბოს, არამედ სხეულისგან გამოსხივებულ სითბოსაც, თუ უდაბნოში ხართ და შავი, თავისუფალი ტანსაცმელი გაცვიათ, იქვე კი ქარი უბერავს, მაშინ ქარი სითბოს უფრო სწრაფად გადააკონვერტირებს, ვიდრე შთანთქავს. გარდა ამისა, ღამით უდაბნოში უკვე აღარ ცხელა, პირიქით, გრილა კიდეც, ამიტომ ბედუინები ამ დროსაც შავ სამოსს ატარებენ, რომელიც მათ კოცონთან ჯდომისას უკეთ გათბობაში ეხმარება.

ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მზის დიდი რაოდენობა ბედუინის კანზე ულტრაიისფერი სხივების ინტენსიურ ზემომედებას ნიშნავს, რაც კანისთვის საზიანოა და საფრთხეს უქმნის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას.

მრავალ სამეცნიერო კვლევაში აღმოჩნდა, რომ მუქი და უფრო ინტენსიური ფერის ტანსაცმლის ქსოვილებს აქვთ ულტრაიისფერი გამოსხივების შთანთქმის უდიდესი უნარი, მაგრამ თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი ტონალობის ტანსაცმელი სხვებთან შედარებით უარესად უზრუნველყოფს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო მეტად აზიანებენ კანს.

2023062213172086669-1687678124.png

ბედუინებისთვის უდაბნოში შავი ტანსაცმელი უფრო პრაქტიკულია

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ბევრ ბედუინს შავი ტანსაცმლის ტარება ურჩევნია, არის ის, რომ ასეთი ტანსაცმელი ვიზუალურად დიდხანს არ ჭუჭყიანდება. თეთრი სამოსი კი უდაბნოში ქვიშის ქარიშხლის გამო ძალიან ადვილად იჭუჭყება, ხოლო კისერზე და მკლავების ქვეშ შესაძლოა ოფლის მოყვითალო კვალიც კი დატოვოს, ვინაიდან ბედუინები არიან ადამიანები, რომლებიც ერთ ადგილას არ დგანან და უდაბნოში მუდმივად გადაადგილდებიან, ამიტომ მათ არ აქვთ შესაფერისი ადგილი ტანსაცმლის სისუფთავის შესანარჩუნებლად ან დროდადრო ახლის შესაძენად.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ შავი და მუქი ტანსაცმელი უფრო სწრაფად შრება, ვიდრე ღია, რადგან მუქი ფერის ტანსაცმელს შეუძლია შთანთქას მთელი სინათლე და სითბო, ამიტომ სამოსი სწრაფადვე შრება, რაც ბედუინებს გზაზე ბევრი დროის დაზოგვაში ეხმარება.

წყარო – allnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share