“ახლა არის ეს საკეპი მანქანა, ახალი ასეთი, ახალი ერა, ასე ვთქვათ, ნიუ ეიჯი, ახალი ცრუ იდეები და ახალი სისულელეები, პატარა ბავშვების გამოშტერებით უნდათ, რომ ადამიანი შეიცვალოს. პატარა ბავშვებისგან უნდათ გამოზარდონ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არც სამშობლო ექნებათ, არც ღირსება ექნებათ, ინტერესი ექნებათ, ექნებათ სიტყვები – დემოკრატია. როგორც ჩვენ კომუნიზმი, ლენინი, სტალინი, ასე ექნებათ მათ დემოკრატია, ლიბერალიზმი, ახალი ცხოვრება, გენდერული თანასწორობა, კიდევ რა აქვთ, სიტყვები ცნობიერების ამაღლება, რა იდიოტობაა საერთოდ, სიტყვა ცნობიერების ამაღლება რა არის. ცრუ, არაფრისმთქმელი სიტყვებით შემოდის ცრუ კულტურა, რომელსაც არ შეიძლება კულტურა ვუწოდოთ. ეს იკავებს ადგილს იმ ღირებულ სამყაროში, რომელი სამყაროც ადამიანს აყალიბებდა კეთილ ადამიანად, მოსიყვარულედ, თავდადებულად ქვეყნისთვის, ოჯახისთვის”.
ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ქადაგებისას.