“გურიის მოსახლეობას ვპირდები, გავაკეთებ შესაძლებლობის მაქსიმუმს და არსებული საჭიროებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
აუცილებლად მივალ რეგიონის ყველა სოფელში და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ”.
ეს განცხადება, ვასილ ჩიგოგიძემ,2020 წლის 8 ოქტომბერს, როგორც გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გააკეთა.
საინტერესოა რამდენად შეასრულა დანაპირები მან.
“გურიის მოამბე” იწყებს ვასილ ჩიგოგიძის წინასაარჩევნო დაპირებების (რომელსაც ის დაუზოგავად გასცემდა) მონიტორინგს.
(მერიასა და მის შემოგარენში დაპირებული აეროპორტის მშენებლობას დღესაც ელოდებიან)
მაგალითისათვის, სოფელ ნაღობილევის მაცხოვრებლებს, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, ჩიგოგიძე დაპირდა, რომ მისი უშუალო ჩართულობით, მერიაში აეროპორტის მშენებლობა დაიწყებოდა და შესაბამისად, მთელი რიგი პრობლემები, ნაღობილეველებისა, წარსულს ჩაბარდებოდა, თანაც სამუდამოდ,
იგივე ტექსტი გაიმეორა ჩიგოგიძემ ხვარბეთელებთან და კონჭკათელებთან შეხვედრისას.
რაც ყველაზე გასაკვირია, ბატონო ვასო თავად მერიელებს არც შეხვედრია.
სამთავე სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია, აქედან ორი, ნაღობილებვი და ხვარბეთი მერიის თემია, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო აეროპორტი ფუნქციონირებდა.
მთავარ ოპოზიციურ ძალას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, კონკრეტულად, მის, მაშინდელ, ერთ ერთ ლიდერს, ლევან ვარშალომიძეს ჰქონდა იდეა, საპარლამენტო არჩევნებში “მაციონალური მოძრაონის” გამარჯვების შემთხვევაში, ბათუმის აეროპორტს ოზურგეთში, კერძოდ მერიაში გადმოიტანდნენ.
ეტყობა ჩიგოგიძემ, მაშინ ეს იდეა-მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ – ოპოზიციას “აახია”.
თუმცა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, თუ მერიის ყოფილი სამხედრო აეროპორტის მდგომარეობას დღეს გადავხედავთ, უპირობიდ დავასკვნით, რომ ჩიგოგიძის ეს დაპირება, ყველა სხვა დაპირებასავით, ბლეფი აღმოჩნდა.