“ცრემლიანი თვალებით შეხედა და ჰკითხა : თქვენ ღმერთის ცოლი ხართ”?

სიცივისაგან გათოშილი ათიოდე წლის ბიჭი ფეხშიშვლი იდგა ფეხსაცმელის მაღაზიის ვიტრინის წინ და თვალს ვერ აშორებდა თბილ ბატინკებს . მასთან მივიდა ერთი კარგად ჩაცმული ქალბატონი და ჰკითხა; – ასეთი ინტერესით რას ათვალიერებ, ჩემო პატარა მეგობარო ? რაზე ფიქრობ? – ღმერთს ვევედრები რომ ერთი წყვილი ბათინკი მომცეს საჩუქრად … უპასუხა ბიჭმა . ქალმა ბავშვს ხელი მოკიდა და მაღაზიაში შეიყვანა . მან გამყიდველს თხოვა , მოეტანა ექვსი წყვილი საბავშვო წინდა და კითხა თუ შეიძლება ტაშტის , თბილი წყლის და პირსახოცის შოვნა? გამყიდველმა ყველაფერი მოუტანა . ქალმა ბავშვი გაიყვანა მაღაზიის უკან ნაწილში , გაიხადა ხელთათმანები , დაბანა ბიჭს ფეხები და გაუმშრალა . შემდეგ ჩააცვა ერთი წინდა იმ ექვსიდან , მოაზომა და უყიდა თბილი ბათინკები . დანარჩენი 5 წყვილი წინდა ქაღალდში გაახვევინა და ბავშვს მისცა.. ყველაფერი ამის შემდეგ , ქალბატონი შეტრიალდა და წასვლა დააპირა . ამ მომენტში ბიჭი მოკრძალებით შეეხო მის ხელს . ცრემლიანი თვალებით შეხედა და ჰკითხა : თქვენ ღმერთის ცოლი ხართ? მე მჯერა როცა ღმერთს თხოვთ დახმარებას, ის ამ გასაჭირში აუცილებლად გამოგიგზავნის ადამიანს რომელიც გულით დაგეხმარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share