ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამდენი თვეა ვითვლი და არ ყოფილა მომენტი, როცა საქართველოში ინფიცირებულთა მინიმუმ 30% საავადმყოფოში არ წევს. ხან 50% და მეტიც. აი ახლა, ამ მომენტში გვყავს 7 280 ინფიცრებული და აქედან 3069 საავადმყოფოში წევს.
არ არსებობს ქვეყანა, სადაც ინფიცირებულთა 10%–ზე მეტი წევს საავადმყოფოში. გამორიცხულია. ეს იმას ნიშნავს, რომ დღემდე ვერ ისწავლეთ სწორად დახარისხება, ვინ უნდა იწვეს საავადმყოფოში და ვინ არა.
ეს იმას ნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი არაფრად არ გივარგათ და დღემდე ვერ მოემზადეთ ვერანაირად, ვერ ისწავლეთ ნაკადების მართვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თვეების მანძილზე ვიღაც სულ ტყუილად არის წამოგორებული საავადმყოფოში და ვიღაც იმიტომ მოკვდა, რომ დროულად არ აღმოუჩინეს საჭირო დახმარება, რადგან საკმარისი კვალიფიკაცია არ ეყოთ, რომ საავადმყოფოში ადგილები არ გადაევსოთ და მართლა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის დროულად ემკურნალათ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა 700 ადამიანზე მეტი უბრალოდ არ უნდა იწვეს საავადმყოფოში და თავისუფალი უნდა გვქონდეს მინიმუმ 5000 საწოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა უნდა იხსნებოდეს ასეთ დროს.
ყველა ქვეყანაში რაღაც გაუგებარ “დადებითობის მაჩვენებელზე“ კი არა, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობაზეა მიბმული გახსნა–ჩაკეტვა.
მოკლედ, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ არაკვალიფიციური, კორუმპირებული ბანდა ხართ და კიდევ რომ ბედავთ და აქეთ გვებლატავებით მოქალაქეებს, ღირსები ხართ უკუღმა გამოგიტანოთ ხალხმა მაგ კაბინეტებიდან.”