“ხალხი იმიტომ კი არ გვაძლევს ხმას, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მოვკალათდეთ, არამედ იმიტომ, რომ შედეგი ვაჩვენოთ და გაყალბებული არჩევნების შედეგად, არ უნდა შევიდეთ პარლამენტში.”- ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და განმარტა, რომ პოლიტიკა ქუჩაში იწყება.
„ხალხი რომ მშიერია, ეგ არის პოლიტიკა. ვინ გვანიჭებს ჩვენ მანდატებს და და ხელისუფლებას, ხალხი და ხალხი დღეს არის მშიერი. გუშინწინ საცივზე იყო ლაპარაკი, ვის ჰქონდა საცივი. საქართველოს 80%-ს ინდაურის საცივი სიზმარშიც აღარ აქვს უკვე რამდენიმე წელია, აღარ ესიზმრება. პოლიტიკა იწყება ოჯახებში და იმ ოჯახებში, რომლებიც მოდიან და ხმას გვაძლევენ. ხმას იმიტომ კი არ გვაძლევენ, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მოვკალათდეთ, არამედ იმიტომ, რომ შედეგი დავდოთ და გაყალბებული არჩევნების შედეგად ჩვენ არ უნდა შევიდეთ პარლამენტში. თუნდაც ქუჩაში დავდგეთ და თუნდაც ციხეში უნდა ჩავსხდეთ მაგის გულისთვის“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.