პრიგოჟინი გაილაშქრებს პუტინის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ შეეცდება დაააყენოს პუტინის სიკვდილი – ფრანაკ ვიაჩორკა

„ვაგნერი“ ბელარუსში – რას გეგმავს ლუკაშენკო და რა ბედი ელის პრიგოჟინის მებრძოლებს – სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩეველი გადაცემა „რეაქციაში“ ლუკაშენკოს შესაძლო სცენარზე საუბრობს.

ფრანაკ ვიაჩორკა ამბობს, რომ ლუკაშენკო ვაგნერელების მის ტერიტორიაზე ყოფნას გამოიყენებს, როგორც არმიის გადასამზადებლად, ასევე იარარით ვაჭრობისთვის. ვიაჩორკას შეფასებით, ვაგნერელების ბელარუსში ყოფნა როგორც უკრაინისთვის, ასევე ლატვიისთვის საფრთხის შემცველია.

პირველ რიგში, ლუკაშენკო შეეცდება გააკეთოს ბიზნესი – პრიგოჟინთან ერთად გაყიდოს იარაღი აფრიკულ ქვეყნებში და გამოიყენოს ისინი, როგორც ინსტრუქტორები ბელარუსის არმიაში, რომელმაც ისინი უნდა დაიცვას. შესაძლოა, იყოს უკრაინის დაშინების მცდელობა, რომ მათ შეიძლება ახალი იერიში მიიტანონ უკრაინის ტერიტორიაზე და ეს არის საფრთხე ლატვიისთვის, იმიტომ, რომ ატასობით ადამიანი, რომელიც არის სერიული მკვლელი, იმყოფება ბელარუსის ტერიტორიაზე,“ – ამბობს ვიაჩორკა.

ვიაჩორკა ვარაუდობს, რომ ახლა პრიგოჟინი გადაჯგუფდება, გააძლიერებს რესურსებს და შეეცდება „გალაშქრებას“ პუტინის წინააღმდეგ.

პრიგოჟინი იყო ორი დღის წინ ლუკაშენკოსთან, არ ვიცი, რა თემაზე ილაპარაკეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ ერთხელ შეეცდება დაააყენოს პუტინის სიკვდილი… ათასობით რუსი თავისმჭრელი, რომელიც იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ, ახლა იქნებიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რატომ იქნებიან ეს ადამიანები ბელარუსში. ეს არის დათვური სამსახური პუტინისთვის, რომ გადაარჩინონ პუტინი, მაგრამ ვაგნეროვცემს, თავის მჭრელ ადამინებს სხვა გეგმები აქვთ, ისინი არ აპირებენ, რომ მშვიდად იყვნენ ლუკაშენკოს კონტროლირებად ტერიტორიაზე,“ – ამბობს ფრანაკ ვიაჩორკა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share