”რაც შეეხება ქართული ოცნების განცხადებას, მეც პირადად და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ამის შემდეგ, ნებისმიერი, რომელიც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით, ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვებით, განცხადებებით და მოწოდებებით, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა.”
– განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა.