UPenn ლგბტ მეგობრულია, არ გეშინიათ, რომ თქვენს შვილს გადაიბირებენ? – ნაცვლიშვილი პრემიერს

”ზიზღის ერთ-ერთი ობიექტი დღეს აქ ჩემი კოლეგები და რამდენიმე ჯგუფი გახდა. ლგბტ თემაზე აღარ დასრულდა თქვენი მხრიდან პროპაგანდისტული გზავნილები. ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილი შეერთებულ შტატებში ისწავლის იქნებ მან მაინც შემდეგ აგიხსნათ რას ნიშნავს თავისუფალი სამყარო. მე ვნახე, რომ თქვენი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, მიხარია ნამდვილად და ბევრ ახალგაზრდას ვუსურვებ ამის შესაძლებლობას, დამსახურებულად ცხადია. იცით თუ არა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლგბტ საკითხების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრულია, ხო არ გეშინიათ, რომ თქვენს შვილს გადაიბირებენ იქ? ან რამე ზონდირებას მოახდენენ? არ გიფიქრიათ ამაზე?”

ამბობს პარლამენტში პარტია ლელო – საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

დღეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ მოხსენებას წარადგენს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share