“ჩვენ ჩატები გავხსენით, ინფორმაციები გვაქვს, თქვენ რა გგონიათ, აქ ვიღაცეები რაღაცეებს გეგმავენ და ჩვენ არაფერი არ ვიცით?! ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის”. – თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით პარლამენტში გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალგაზრდები ოპოზიციამ გამოიყენა, “მოლოტოვის კოქტეილები” ასროლინა და შემდეგ მიაგდო.
“ამ ახალგაზრდების ჯგუფი დიდი ალბათობით არიან შეცდენილები, გამოიყენეს და რა მოხდა, აბა მითხარით.. გამოიყენეს და ჩარჩნენ ციხეში. გამოძიება მიმდინარეობს და გაგრძელდება ბოლომდე, ჩვენ ვაკვირდებით ყველას და ყველაფერს. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს არაფრის. სხვა მოტივაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ არ ვყოფთ, დისკრიმინაციული მიდგომები არ გვაქვს არც ერთი მოქალაქის მიმართ, მით უმეტეს რატომ უნდა გვქონდეს დისკრიმინაციული მიდგომა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულს ჩაიდენს?! გამაგებინეთ უბრალოდ, სად არის ლოგიკა და სამართალი. ამაზეა საუბარი. ეს ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, “ფრანკლინის კლუბი” დაარქვეს, ამ დროს რეალურად იყო ლევან რამიშვილის კლუბი, “კმარას” კლუბი და დაარქვეს “ფრანკლინის კლუბი” რომ ასოციაცია გაუჩნდეს ახალგაზრდას ამერიკასთან და ბენჯამინ ფრანკლინთან. ესეც ხომ მორიგი ფანდი იყო და სიცრუე იყო, რომელიც ჩამოგემსხვრათ და ხუხულასავით დაიშალა იმიტომ, რომ მანდ არავითარი სიმართლე არ იყო. სად არის აბა დღეს “ფრანკლინის კლუბი”?! სად არის ანარქისტული ორგანიზაციები?! რატომ არ აქტიურობთ და რატომ არ იცავთ? რომ გამოიყენეთ და მიაგდეთ მერე ეს ახალგაზრდები. ხო ვიცით ზუსტად, რომ გამოიყენეთ ეს ახალგაზრდაც, ის ახალგაზრდაც, სხვებიც, გამოიყენეს, ასროლინეს “მოლოტოვის კოქტეილები”, ჩვენ ჩატები გავხსენით, ინფორმაციები გვაქვს, თქვენ რა გგონიათ, აქ ვიღაცეები რაღაცეებს გეგმავენ და ჩვენ არაფერი არ ვიცით?! ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, როცა საქმე ეხება უკანონო საქმიანობას. გამოძიების ფარგლებში ამოღებულ იქნა და ამის თაობაზე ინფორმაცია არსებობს, ყველაფერი. თქვენი საქმე არ არის ვისი ჩატები გავხსენით, ვითომ რაღაც საინტერესო ფაქტი დაიჭირა. ამიტომ, წყნარად იყავით, მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება”.- აღნიშნა ღარიბაშვილმა.