ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს გია ურუშაძის სახელობის ქუჩის მაცხოვრებლები წერილით მიმართავენ და ქუჩის წყლის გამტარი არხის გაჭედვის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რკინიგზის გადაკეტვით იმუქრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა “ჰო და არა” ავრცელებს:
”ბატონ ალექსანდრე
სარიშვილს!
გვიშველეთ, სანამ წყალს წავულეკივართ!
ნუ გვაიძულებთ გადავკეტოთ რკინიგზა!
რამდენიმე დღის წინ გია ურუშაძის ქუჩა ძლიერი წვიმის შედეგად კვლავ დაიტბორა. გაიჭედა წყლის გამტარი მთავარი არხი. ამ დროს კანალიზაციიდან გადმოსული ფეკალური მასით ხომ დიდი ხნით ბინძურდება გარემო.
თუ არა ამ ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობის ჩართულობა, ნიაღვარი სახლებში შემოგვივიდოდა. ეს პრობლემა უკვე წლებია დგას ჩვენს წინაშე. მიუხედავად არა ერთი თხოვნისა, დაგვეხმაროს შესაბამისი სამსახური, შედეგი ვერ მივიღეთ.
ამჯერად, ბოლო ჯერ გთხოვთ ჩაატაროთ შესაბამისი ქმედება, რომ ყველა ძლიერი წვიმის დროს არ ვიყოთ წყლისგან წალეკვის შიშის ქვეშ.
იმედს ვიტოვებთ, ჩვენს თხოვნას ამჯერად მაინც გაითვალისწინებთ. ჩვენც ამ მუნიციპალიტეტის ნაწილი ვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის ფორმას, გადავკეტავთ რკინიგზას.” –
გია ურუშაძის სახელობის ქუჩის მაცხოვრებლები