“დასამალი არ არის, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრების ძირითადი “ტრენდი” ყალიბდება დედაქალაქის ცენტრში და ძირითად მეგაპოლისებში.
თუ ამ პრიზმაში შევხედავთ ჩვენს სინამდვილეს, დავინახავთ, რომ დღეს ამ მხრივ უკვე აშკარად დომინირებს რუსული ემიგრაცია. მათ მეთოდურად დაიკავეს თბილისის და ბათუმის ცენტრალურ რაიონებში მომსახურების სფერო…
ვინც იტყვის, რომ ეს შემთხვევით ხდება, ან ძალიან მიამიტია, ან დღევანდელი კვერცხის პრინციპით, რაღაც მოკლევადიან სარგებელს ანაცვალებს ქვეყნის გრძელვადიან ინტერესს.
P.S. ყველა ქვეყანაში არსებობს ამ ტიპის ნაციონალური ანკლავები. განსხვავება იმაშია, რომ ისინი ძირითადად მეგაპოლისების გარეუბნებში კომპაქტურად არის განთავსებული.”
წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.