რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, რუსეთი შეძლებს ნატოში უკრაინის გაწევრიანების “საფრთხის” აღმოფხვრას.
“ჩვენი მიზანი მარტივია – აღმოვფხვრათ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საფრთხე. და ჩვენ ამას მივაღწევთ”, – თქვა მედვედევმა.
მისივე თქმით, თუ ნატო არ მიიღებს კონფლიქტში მყოფ ქვეყანას, მაშინ კონფლიქტი მუდმივად იქნება, რადან “ეს რუსეთის არსებობის საკითხია”.
მედვედევის მტკიცებით, რუსეთს არასოდეს უცდია ნატოს შეკავება, და მხოლოდ ითხოვდა, გათვალისწინებული ყოფილიყო მისი უსაფრთხოების საკითხები და არ მიეწვიათ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები ალიანსში:
“ჩვენ (რუსეთი) ყოველთვის ვითხოვდით მხოლოდ ერთს – გავითვალისწინოთ ჩვენი შეშფოთება და არ მიიწვიოთ ჩვენი ქვეყნის ყოფილი ნაწილები ნატოში. განსაკუთრებით ისინი, ვისთანაც გვაქვს ტერიტორიული დავა”.
უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკითხიდან, რომელსაც ლიდერები 11 და 12 ივლისს ვილნიუსში სამიტზე გაინიხილავენ.