ხმაურის გარეშე, არც დღეს გამართულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას ჩაუვლია.
დაპირისპირების მიზეზი ამჯერადაც კურორტ ურეკში სექმნილი სიტუაცია გახდა.
დატბორილი ქუჩები, უვარგისი ან არარსებული სანიაღვრე არხები და ანტისანტიარია – ამ პრობლემებზე გაამახვილა სხდომის დასაწყისში ყურადღება საკრებულოს დეპუტატმა, “ნციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა და ხელისუფლებას ამ პრობლემების მოგვარებისაკენ მოუწოდა.
ოპოზოციონერმა დეპუტატმა, სხდომაზე დაბა ურეკში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების ამსახველი ფოტო-მასალაც წარმოადგინა და უმრავლესობას მოსახლეობის პრობლემებზე რეაგირება მოსთხოვა.
განცხადებას უმალ ოზურგეთის ვიცე მერი, გიორგი ღურჯუმელიძე გამოეხმაურა და მან ამ პრობლემაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულ.
ღურჯუმელიძე მიიჩნევს, რომ ურეკის დატბორვისა და რიგ ადგილებში ანტისანიტარიის მიზეზე ისაა, რომ წინა ხელისუფლებამ, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს მიწის ნაკვეთებეი არასწორად გადაანაწილა..
რასაც სხდომაზე მხარეებს შორის დაპირისპირება მოყვა.