უკრაინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ავტობიოგრაფიულ წერილში „მე და უკრაინა“ წერს, რომელიც „უკრაინსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა.
„უკრაინა ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე რუსულად. უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი – მირგოროდში. უკრაინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია – ქალაქი ოდესა. უკრაინაში ჩემი მეგობრების უმეტესი ნაწილია, ამ ბოლო დროს უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილი ჟასმინია, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია.
ჩემთვის საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე, ახლა კი საუბარია ევროპის კონტინენტის გადარჩენაზე და ჩემს გადარჩენაზე, პუტინის ოლიგარქიული ციხიდან გადარჩენაზე“, – წერია სააკაშვილის წერილში.