„ფიუს კვლევითი ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხული ამერიკელების ნახევარზე მეტს სურს, რომ ქვეყანას ჯო ბაიდენზე და დონალდ ტრამპზე ახალგაზრდა პრეზიდენტი მართავდეს.
გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ საუკეთესო შემთხვევაა, თუ პრეზიდენტი 50 წლის იქნება, 24% კი თვლის, რომ პრეზიდენტობისთვის ყველაზე კარგი ასაკი 60 წელია, 17 %-ის აზრით კი პრეზიდენტი 70 წლის უნდა იყოს.
ამასთან, გამოკითხვაში მონაწილე ხანდაზმულების უმეტესობა ამბობს, რომ პრეზიდენტობისთვის საუკეთესო ასაკი 60 წელია.