ეკატერინე ტიკარაძეს კოვიდპაციენტთან სასწრაფო დახმარების 4-6 საათით დაგვიანება დასაშვებად მიაჩნია

„დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება ან მას რომელიმე სასტუმრო ვერ მიიღებს“,- ამის შეასხებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც იგი ამბობს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტის გადაყვანა კლინიკაში უზრუნველყოფილი იყოს.

„მოლოდინის რეჟიმი არცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის არახალია. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს უწევს ხშირ შემთხვევაში, დაელოდოს ბრიგადას იმისთვის, რომ გაეწიოს შესაბამისი მომსახურება. დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება ან მას რომელიმე სასტუმრო ვერ მიიღებს. ეს იყო შარშანაც, როდესაც ჩვენ გვქონდა ჩვეულებრივი გრიპი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ ჩართული და ვცდილობთ უზრუნველყოთ მაქსიმალური გადაყვანა კლინიკებში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share