გურიის სამხარეო პოლიციის უფროსმა კახაბერ მურადაშვილმა, თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია “გურიის მოამბეს” შს- ს პრეს ცენტრეში დაუდასტურეს.
მურადაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2016 წლიდან მუშაობს.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, კახაბერ მურადაშვილი, კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას, ხოლო მას გურიაში, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ლევან ხარაბაძე ჩაანაცვლებს.
ნინე ულუმბელაშვილი