8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის ჩაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 პირი დააკავა.
როგორც უწყებაში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ამას გარდა, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.