მეუფე იაკობი: ცალ- ცალკე ქვეყანას ვერავინ უშველის, ერთად უნდა იყოს ყველა

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა- ლოცვა, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, მეუფე იაკობმა აღავლინა.

საზეიმო მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ, მეუფემ, საყოველთაო შერიგებასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა შერიგდეს. თუ ასე გაგრძელდა, ვერ განნვითარდებით. ჩემთვის აუტანელი და მიუღებელია პოლიტიკოსების ასეთი ქცევა. განსაკუთრებით მათი, ნათქვამი რომ არ მქონდა ჯერ, იქნებ ეკლესიაში მოხვიდეთთქო და უცბად გააკეთეს სწრაფი განცხადებები. სეკულარიზმზე რომ მიმითითებენ, რა იციან, რა არის სეკულარიზმი. ძალიან მძიმე კრიზისია ქვეყანაში. ოპოზიციის ნებაა უნდა შევლენ პარლამენტში და უნდა- არა. მაგრამ ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა აღარ აქვთ, უბრალოდ ხალხი ვერ გამოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ეკლესიას რომ დასჭირდეს და დაუძახოს, ასე.ცოტა ხალხი გამოვა? იმას გვაფიქრიბინებენ, რომ ჩავერიოთ. ასე თუ გაგრძელდა, მაგასაც ვიფიქრებთ. ასე დაღუპავენ ქვეყანას. ცოტა კარგად გავხდები და მაგას ვნახავთ. ცალ- ცალკე ქვეყანას ვერავინ უშველის, ერთად უნდა იყოს ყველა“-განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

საზეიმო წირვის შემდეგ, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, ნინოობის დღესასწაულზე მისულ მრევლს, მონასტროს დედების მიერ დამზადებული ნუგბარი დაურიგეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share