თბილისში, ვაზისუბანში ბაბუას და შვილიშვილს ესროლეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის დაიწყო, რა დროსაც ბაბუამ დაპირისპირებული მამაკაცების გაშველება სცადა, თავდამსხმელმა კი ორივეს ცეცხლი გაუხსნა.
ბაბუა და შვილიშვილი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ხანდაზმულ ბაბუასა და 32 წლის მამაკაცს დაზიანებები ზურგის და ფეხის არეში აღენიშნებათ.
პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.