”ოზურგეთის ქუჩებში სანიაღვრე არხების არ არსებობის გამო, მცირე უამინდობის დროსაც კი ნავია საჭირო გადასაადგილებლად” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკრებულოს დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან” დავით მჟავანაძე წერს.
მისი განცხადებით, ასევე დატბორილია ოზურგეთის ცენტრალური სკვერი, რადგან სანიაღვრე ჭები სანიაღვრე არხებზე მაღლაა დამონტაჟებული:
”ავთანდილის სასწაული – სკვერში, რომლის რეაბილიტაციაც 2 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, სანიაღვრე ჭები სანიაღვრე არხებზე მაღლაა დამონტაჟებული, რის გამოც, ქალაქის ცენტრალური სკვერი დატბორილია და აქ ფეხით მოსიარულეთა გავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, სამაგიეროდ ამავე სკვერში მერმა ასობით ათასი ლარი დახარჯა, რათა ქალაქის ცენტრში კუბოს ფორმის ქოთნები დაედგა.
ოზურგეთის ქუჩებში სანიაღვრე არხების არ არსებობის გამო, მცირე უამინდობის დროსაც კი ნავია საჭირო გადასაადგილებლად.
დიდი იმედი მაქვს ავთანდილ თალაკვაძე, სარეკლამოდ შეძენილი ელექტო მობილით არ მოისურვებს ქალაქის ქუჩებში გასეირნებას, მოსახლეობის თხოვნაა, დღეს დაუშვას გამონაკლისი, თავს რაიმე ხიფათი არ აუტეხოს და ლენდ კრუიზერით გადასეროს დატბორილი ქალაქის ქუჩები.” – წერს მჟავანაძე.