“ევროპული საქართველოს” წევრმა, არმაზ ახვლედიანმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმების ვადის გადავადების შესახებ საუბრისას განაცხადა.
“ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა და არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება, რაც არარეალურია. არ შეიძლება ფორსირება, არ შეიძლება მოსთხოვო ხელისუფლებას, რომელიც დღეს დე ფაქტო ხელისუფლებაა, რომ გინდა თუ არა ახლა, გაზაფხულზე, შემოდგომაზე, ჩატარდეს ახალი არჩევნები, მე გონივრულ ვადაზე ვსაუბრობ. ჩემთვის ამოსავალი ისაა და ამ მიზნით მზად ვარ მოლაპარაკება გავმართო ვისთანაც გნებავთ, ნებისმიერ ფორმატში, ერთი პირობით: თუ ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს არა მოჩვენებითი, რაც დღემდე გვქონდა, 20 წლის განმავლობაში, მოჩვენებითი, ფასადური კვაზი დემოკრატია, აქედან უნდა გამოვიდეთ. ყველა ნაბიჯს, რაც აქეთკენ იქნება მიმართული, მივიღებ და ტაშს დავუკრავ და ამის განმუხტვის ერთადერთ გზად, გონივრულ ვადაში, მესახება ახალი არჩევნების ჩატარება. იქნება გაიმარჯვოს “ოცნებამ” და მაშინ ყველა ვაღიარებთ, ოღონდ, იმ ახალ არჩევნებთან უნდა მივიდეთ გამართული საარჩევნო სისტემით და დემოკრატიული საარჩევნო გარემოთი,” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.