”ჩემი ერი, სომხები, რუსეთმა თავის დროზე განადგურებისგან გადაარჩინა. ქართველი ერი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლისას, მე-19 საუკუნის დასაწყისში 500 000 ადამიანისგან შედგებოდა, მე-19 საუკუნის ბოლოს 2 მილიონი გახდა. ყველას უკვირდა, როგორ შეიძლება ერთ საუკუნეში ერი ოთხჯერ გაიზარდოს? როგორც ჩანს შესაძლებელი ყოფილა. ამის შესახებ საკუთარი სოციოლოგები და დემოგრაფებიც წერენ.
ჩვენ გვაქვს Sputnik საქართველო. გასაოცარია, რომ ქართული Sputnik-ი ერთადერთია, რომელსაც მთავრობასთან პრეტენზია არ აქვს. უფრო სწორად, საქართველოში მისი დახურვა არასდროს უცდიათ, მაშინაც კი როცა ურთიერთობები უარესი იყო. და რით დაუბრუნდა ეს საქართველოს? გავაუქმეთ ვიზები, განვაახლეთ ავიამიმოსვლა. ეს კონკრეტულად Sputnik-ის გამო კი არ მომხდარა, არამედ ურთიერთობების გამო.
Sputnik-ზე ქართველი დემოგრაფი გვეუბნება, რომ არ იქნებოდა არანაირი ერი და შეიძლება არც იყოს, რადგან ქართველი ერი იზრდებოდა მანამ, სანამ რუსებთან იყო – რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ავიღეთ 500 ათასიანი, გავუშვით 7 მილიონიანი, ახლა სამნი არიან. 7 მილიონზე მეტნი იყვნენ. 92 წლიდან დაიწია, დაიწია, დაიწია, ახლა სამია და კიდევ იკლებს. როცა ამაზე ფიქრობ ცოტა გწყინს. რა, ვერ ცხოვრობდით ჩვენთან? რა იყო ცუდი? ბევრი თქვენგანის სახელმწიფოებრიობა ჩვენს ხარჯზე შეიქმნა, კულტურა, როგორც ასეთი, ჩვენს ხარჯზე შეიქმნა. ვინ დაგჩაგრათ? ვინ შეგეხოთ?”