გურიის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს _ ვინ ჩაანაცვლა მურადაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გურიის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მურადაშვილის 4 წლიანი მმართველობა დღეს ლევან ხარაბაძემ გადაიბარა.

ხარაბაძე ბოლო 1 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. ლევან ხარაბაძე 1980 წელს დაიბადა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან ხარაბაძე 2016 წლიდან 2018 წლამდე სხვადასხვა დროს ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინიტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 94
    რა ხდება საპატრიარქოში-რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაზერას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“: "მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე და კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი"როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. „ქართველმა მეცნიერებმა დაახლოებით 30-40 წლის წინ დაიწყეს მუშაობა „ნამახვანჰესზე“. ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც არის დაწყებული, აბსოლუტურად გაუგებარია. მინდა გავმიჯნო გულწრფელად ჩართული მოქალაქეეები ამ პროცესში და მეორე მხრივ, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზოგიც - უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები.…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    "ესაო, ისაო, თქვენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ არაოო" - თქვა, ერთმა კაცმა"..."ესაო, ისაო, თქვენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ არაოო" - თქვა, დიდი ალბათობით, ერთმა კაცმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თვითმფრინავი ჯერ ბრიუსელში დამჯდარიც არ იყო, რომ ღარიბაშვილის უჩვეულოდ დარბილებული რიტორიკა კვლავ ჩვეულ, ხისტ ფორმას დაუბრუნდა. ოცნების სხვა ლიდერებმა კი ისევ წითელ ხაზებზე დაიწყეს საუბარი. როგორც ჩანს, ივანიშვილმა არ მოიწონა კომპრომისის იდეა,…
    Tags: და, კი, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგისთვის- პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას. სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება,…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა