ქარსაფარი ზოლების გაშენების ისტორია ასეულ წლებს ითვლის

ქარსაფარი ზოლების გაშენების ისტორია ასეულ წლებს ითვლის და მისი ინტენსიური განაშენიანება გასული საუკუნის 30 იან წლებში დაიწყო. მათი მთავარი დანიშნულება იყო ქარის სიძლიერის კოეფიციენტის შემცირება, ასევე გამოიყენებოდა თოვლიანი ქარბუქების წინააღმდეგ.
მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ქარსაფარი ზოლების მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა იზრდებოდა, ხოლო ნიადაგის ეროზია, გამოფიტვა მცირდებოდა. 21- ე საუკუნეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფარი ზოლების არსებობა, როდესაც იზრდება მოსახლეობის რიცხოვნობა, საჭირო ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა, გაუდაბნოება, კლიმატის გლობალური ცვლილება.
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობების ზრდა შეზღუდულია, როგორც მცირემიწიან ქვეყანაში, ამიტომ მნიშვნელოვანია საჰექტარო მოსავლის ზრდა.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დიდი როლი მიუძღვის ქარსაფარი ზოლების არსებობას, რადგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების ერთ-ერთ ძირითად რეზერვად ითვლება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის აღკვეთა და ქარებისა და გვალვების მავნე ზემოქმედების შემცირება.
რი ქარების მოქმედებით ხშირია დამუშავებული ნიადაგების გამოშრობა და ჰუმუსიანი ფენის გადახვეტა, რის გამოც იღუპება ნათესები.
ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა ქარსაფარი ზოლების გაშენების ისტორია ასეულ წლებს ითვლის და მისი ინტენსიური განაშენიანება გასული საუკუნის 30 იან წლებში დაიწყო.
მათი მთავარი დანიშნულება იყო ქარის სიძლიერის კოეფიციენტის შემცირება, ასევე გამოიყენებოდა თოვლიანი ქარბუქების წინააღმდეგ.
მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ქარსაფარი ზოლების მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა იზრდებოდა, ხოლო ნიადაგის ეროზია, გამოფიტვა მცირდებოდა. 21- ე საუკუნეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფარი ზოლების არსებობა, როდესაც იზრდება მოსახლეობის რიცხოვნობა, საჭირო ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა, გაუდაბნოება, კლიმატის გლობალური ცვლილება. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობების ზრდა შეზღუდულია, როგორც მცირემიწიან ქვეყანაში, ამიტომ მნიშვნელოვანია საჰექტარო მოსავლის ზრდა.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დიდი როლი მიუძღვის ქარსაფარი ზოლების არსებობას, რადგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების ერთ-ერთ ძირითად რეზერვად ითვლება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის აღკვეთა და ქარებისა და გვალვების მავნე ზემოქმედების შემცირება. რი ქარების მოქმედებით ხშირია დამუშავებული ნიადაგების გამოშრობა და ჰუმუსიანი ფენის გადახვეტა, რის გამოც იღუპება ნათესები ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა.
ქარსაფარი ზოლების შესახებ და მათი მნიშვნელობა
ამცირებს ქარის სიჩქარესა და ნიადაგის ეროზიას;
იცავს ქარისადმი მგრძნობიარე მცენარეებს;
ამცირებს მოსავლის დანაკარგს;
ცვლის მიკროკლიმატს, გავლენას ახდენს ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურაზე (დაცულ ადგილას ნიადაგის ტემპერატურა შესაძლოა რამდენიმე გრადუსით მეტი იყოს ვიდრე დაუცველში);
ზრდის ტენის ოდენობას;
ასრულებს ეკოლოგიური დერეფნის როლს, ქმნის საცხოვრებელს სასარგებლო მწერებისა და ფრინველებისთვის;
აუმჯობესებს საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს სახლის გარშემო და ფერმაში;
ამცირებს ცხოველების სიკვდილიანობას ცივ პერიოდში;
ცხოველებისთვის საჩრდილობელს წარმოადგენს ცხელ ამინდში;
ქმნის დამატებით საკვებს ადამიანებისათვის (ხეხილი და კენკრა); • იძლევა დამატებით საკვებს ცხოველებისთვის (ჩამოცვენილი ნაყოფები, ნასხლავი და სხვ.);
მცენარეების უმეტესობა თაფლოვანია, ამიტომ წარმოადგენს ნექტრის წყაროს ფუტკრისთვის;
ამცირებს ხმაურს, იცავს გარემოს დამაბინძურებლებისაგან (მტვერი, გამონაბოლქვი. ქარსაფარი ზოლების მოწყობა საქართველოს პირობებისთვის
პროექტს “აქტიური ქალები უკეთესი გარემოსთვის” ახორციელებს გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”, ქალთა ფონდი საქართველოში მხაედაჭერით
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share