ოზურგეთში ბრალდებულმა სასამართლომდე ერთი დღით ადრე თავი მოიკლა – სკანდალი ქვიშა ხრეშის ბიზნესში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მცხოვრებმა, 55 წლის მამაკაცმა ,სიცოცხლე თვითმკვლელობით, წუხელ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფით დაასრულა.

მისი სასამართლო პროცესი, ხვალ, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში იწყებოდა.

გარდაცვლილს, გამოძიება ოთხი მუხლით ედავებოდა,  მათ შორის გასახადების დამალვა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ლიცენზიის გარეშე ქვა ღორღის მოპოვება გასაღება, ყველაზე მძიმე ბრალი-დამტკიცების შემთხვევაში 9 დნ 12 წლამდე პატიმრობს ითვალისწინებდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი იუო ერთ ერთი კომპანიის ხელმძრვანელი, რომელიც ქვისა ხრეშის ბიზნესში მონაწილეობდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი კომპანიის ანგარიშზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა, თუმცა ამ უკანასკნელს, ახლობლების მტკიცებით 5 ათას ლარზე მეტით არ უსარგებლია.

ჩვენ გვიმტკიცებენ რომ ის ე.წ. “პადსტავნოი” იყო და მისი სახელითა და გვარით გარკვეული სახელისუფლებო მაფიური დაჯგუფება სარგებლობდა.

საუბარია ასევე პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე გამოძიების პროცესში.

გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მან გამოძიებას იმ პირების ჩამონათვალი მიაწოდა – ვის სასარგებლოდაც მუშაობდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share