„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ ოპოზიციონერებთან საუბრის მცდელობა აქვს.
მისივე განმარტებით, თუ ის ზოგადად რაიმე ინფორმაციას არ ასაჯაროვებს, ეს იმით არის განპირობებული, რომ მიმდინარე პროცესს ზიანი არ მიაყენოს.
„ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობები გარკვეულ ადამიანებთან და ხომ გამოჩნდა არა ?! მე მიჭირს ხოლმე ის რაღაც 3-4 დღე, როდესაც მწვავე განცხადებას გავაკეთებ, ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ეტაპი, რომ პირდაპირ ეთერში მივმართო ობიექტს და ვუთხრა: „თქვენ ცუღლუტი ხართ!“, ესე იგი მე რაღაც ინფორმაცია მაქვს გადამოწმებული – ეს მე ვუთხარი ელისაშვილს ეთერში, იოსელიანს, ეს მე ვუთხარი იაგო ხვიჩიას და ასე აგიხდეთ სიკეთე! მცდელობები აქვთ გარკვეულ ადამიანებთან საუბრისა, ვიცი, რომ აქვთ მცდელობები. მე უბრალოდ თუ რამე ზედმეტს არ ვამბობ ხოლმე, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მივაყენო ზიანი ამ მართლა საინტერესო პროცესს, იმიტომ, რომ მართლა გეუბნებით, ეს 51 დეპუტატი ძალიან მონოლითურად და წესიერად ვდგავართ. დღეს დილიდან ერთმანეთთან კონსულტაციები გვაქვს, არ ვფიქრობ, რომ ვიღაც გასხლტება, ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს რიგებში ამ წამს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მსგავსი სტატიები
- 95
ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
- 95
ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა გუშინ ბათუმში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ირაკლი ჩავლეშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს და ვრცელ განმარტებას აკეთებს: "ნაგავი პოლიტიკაში ახალი სიტყვა არ არის. უკრაინაში"ბუკერებში" - ურნებში ტენიდნენ კორუპირებულ პოლიტიკოსებს. რა თქმა უნდა, ეს ესთეტიურად ძალიან ცუდად გამოიყურება. მით უფრო - ქართული ხასიათიდან…
- 95
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
- 94
ცნობილი ქართველი ბანი, მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელი პაატა ბურჭუალძე მზადაა, კარტოგრაფებისთვის დაკისრებული გირაოდან 2.000 ლარი, ანუ, თითუეული კატოგრაფის გირაოს თანხიდან 1000-1000 ლარი გადაიხადოს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა. "მე მზად ვარ, პირველი შენატანი რაც არს, 1000-1000 ლარი გადავიხადო და საზოგადოებამ…