უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ოთხდღიან დარტყმებსა და რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების მოკვლას აბსოლუტური ბოროტება უწოდა და პირობა დადო, რომ ამ ქმედებებს უკრაინის მხრიდან პასუხი მოჰყვება.
„რუსეთმა დღეს კიდევ ორი ბავშვი მოკლა. 2007 წელს დაბადებული გოგონა და 2013 წელს დაბადებული ბიჭი დაიღუპნენ.
დღეს რუსული რაკეტები და დრონები კვლავ ბომბავდნენ ოდესას, ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. მთლიანობაში, კვირის დასაწყისიდან მხოლოდ ოდესის რეგიონში რუსული ტერორისგან 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
ასეთი დარტყმის განხორციელება მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია. იქნება პასუხი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.