„ჯერ ბიძინას არ დაუმთავრებია თავისი კასტინგი“ – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი, მამუკა გამყრელიძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებას აკეთებს.

„დიდი მითქმა-მოთქმაა მედიაშიც და ფეისბუკშიც. აინტერესებთ პოლიტიკოსებიდან ვინ ვისთან დადგება თუ დაწვება. უკვე ერთმანეთის პრევენციულ ლანძღვამდე მივიდა საქმე.

ჯერ ადრეა პატივცემულებო. ჯერ ბიძინას არ დაუმთავრებია თავისი კასტინგი. ჯერ ოპოზიციაშიც ვერ ჩამოყალიბებულან რისთვის იბრძოლონ ხელისუფლების ცვლილებისთვის თუ საკუთარი პაწაწინა ადგილისთვის მზის ქვეშ.

გასართობად იმარჩიელეთ და იჭორავეთ, მაგრამ ოპოზიციაში მაინც ნუ ლანძღავთ ერთმანეთს“, – წერს გამყრელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share